დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც უნდა მოიცავდეს

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც უნდა მოიცავდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.

„გვსურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც გავრცელდეს. გსურს, რომ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა კუპერმა.

მისი თქმით, გუშინ ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული დარტყმები რეგიონული სტაბილურობისთვის „დამაზიანებელი იყო“.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა. ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა და 1100-ზე მეტი დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმების სამიზნე ობიექტებს შორის „ჰეზბოლას“ სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურა იყო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს