ბადრი ჯაფარიძე - 9 აპრილი მხოლოდ მწუხარების დღე არ არის, ეს არის ეროვნული ერთობის, სიმტკიცის, შეუპოვრობისა და გამარჯვების დღე - ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ

9 აპრილი მხოლოდ მწუხარების დღე არ არის, ეს არის ეროვნული ერთობის, სიმტკიცის, შეუპოვრობისა და გამარჯვების დღე - ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფლება მოითხოვს მუდმივ დაცვას და მისი განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე ერთდროულად ტრაგიკული და ამავე დროს გამარჯვების სიმბოლოა. ის გვახსენებს თუ რა სიმწრით მოვიპოვეთ ნანატრი თავისუფლება.

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე შეეწირა იმ ურყევ სურვილსა და იდეას, რომელსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია.

მათი მსხვერპლის შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიცვა მთელი საქართველო და ეს პროცესი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით და ამით იზეიმა ისტორიულმა სამართლიანობამ.

9 აპრილი მხოლოდ მწუხარების დღე არ არის - ეს არის ეროვნული ერთობის, სიმტკიცის, შეუპოვრობისა და გამარჯვების დღე. ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფლება მოითხოვს მუდმივ დაცვას და მისი განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს. ჩვენ არ გვაქვს უმოქმედობის უფლება მანამ, სანამ საბოლოოდ არ მივაღწევთ მიზანს - ჩვენი ქვეყნის სრულ გათავისუფლებას იმ წნეხისგან, რომელსაც დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების დღიდან განვიცდით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან და მანამ, სანამ არ დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს უსაფრთხო, მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე ევროპულ ოჯახში.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ,“ - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს