რუსული მედია - რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით „რადიო თავისუფალი ევროპის“ ყოფილი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით „რადიო თავისუფალი ევროპის“ ყოფილი ჟურნალისტი დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა იმიერბაიკალეთის მხარეში 1960 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმიანობაში იყო ჩართული“, - აცხადებს „ეფ-ეს-ბე“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.

„ეფ-ეს-ბე“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაკავებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს „ტელეგრამის“ მეშვეობით ინფორმაციას გადასცემდა ადგილობრივი ბეჭდური გამოცემის საინფორმაციო რესურსების შესახებ, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას აშუქებს“.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს