ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერის მდივანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ნაიმ ქასემის მდივანი და ძმისშვილი ალი იუსუფ ჰარში ბეირუთში ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულ იერიშებს ემსხვერპლა.
„ჰარში „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის ნაიმ ქასემის პირადი მრჩეველი იყო და მისი ოფისისა და უსაფრთხოების მართვაში მთავარ როლს ასრულებდა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების გაცხადებაში.
ასევე, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინას, იარაღის საცავებსა და რაკეტების გამშვებ დანადგარებს დაარტყეს.