ესპანეთი ირანში საელჩოს ხელახლა ხსნის

ესპანეთი ირანში საელჩოს ხელახლა ხსნის, - ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი ავრცელებს.

„ჩვენს ელჩს თეირანში დაბრუნება დავავალე, რათა თავისი პოსტი კვლავ დაიკავოს და ჩვენი საელჩო ხელახლა გახსნას, იმისთვის, რომ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას შევუერთდეთ ყველა მიმართულებიდან, მათ შორის თავად ირანის დედაქალაქიდან“, - აცხადებს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე, ალბარესის თქმით, ისრაელმა გუშინ ლიბანში განხორციელებული საჰაერო იერიშებით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

„გუშინ ვნახეთ, თუ როგორ ჩამოაგდო ისრაელმა ასობით ბომბი ლიბანში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, - აღნიშნავს ალბარესი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს