მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს - მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველას ვალია და ამ აზრს განსაცდელი ვერ შემიცვლის

ზვიად გამსახურდია და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ და მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნათელი იყო, რომ „მგლის ხროვის გარემოცვაში“, სახელმწიფო მართვის გამოცდილების არმქონე გამსახურდიას, ძალიან გაუჭირდებოდა.

„1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო ლიეტუვის შემდეგ, მეორე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. მე მაშინ კიევში ვსწავლობდი და ქართული სათვისტომოს (რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი) სახელით მივედი მთავარ ფოსტაში და ზვიადის სახელზე დეპეშა გავგზავნე მილოცვით და მადლიერებით.

მაშინვე ნათელი იყო, იმ მგლის ხროვის პირობებში, რომელიც მას გარს ერტყა, სახელმწიფოს მართვაში სრულიად გამოუცდელ ზვიადს, რომელსაც მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ძალიან დიდი სიძნელეები ექნებოდა, ეს ეჭვს არ იწვევდა.

თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იქ სადაც მე წლების შემდეგ, როცა ქართული ფრონდა შედარებით შესუსტებული იყო და დასავლეთი მხარს მიჭერდა, ასე გამიჭირდა, ზვიადს საერთოდ შანსი არ ჰქონდა.

ისე, რა ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ - ზვიადმა მერსედესები იყიდა და სახლში ლომები და ვეფხვები ჰყავდაო, ხაზინა გაიტანაო, მიშამ ძუძუები მოაჭამა და ცოლმა საშვილოსნოები ამოაჭრაო, 19 მილიარდი აქვსო და რა თქმა უნდა, ორივეზე ამბობდნენ „გიჟიაო”. ორივეს მოსაკლავად დაგვდევდნენ იმპერია და მისი ადგილობრივი საცეცები.

ზვიადი და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ და მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის”,- განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს