გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა

ირანში, სავარაუდოდ, დასრულებული ამერიკული ოპერაციის შედეგებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ეს შედეგები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, აშშ და ირანი ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. იმის ფონზე, როცა ტრამპი ირანისაგან ხან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა, ხანაც განადგურებით ემუქრებოდა, დღეისათვის დამდგარი რეალობა აშშ-ს გამარჯვებად სულაც არ გამოიყურება.

თუ იმასაც გავიხსენებთ რომ ჰორმუზის სრუტის კონტროლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დარჩება და თუ მანამდე აიათოლების რეჟიმი სრუტეში ნავთობით დატვირთულ ტანკერებს უფასოდ ატარებდნენ, ახლა, შესაძლოა, ტვირთების გატარებაში ფულის გადახდა მოითხოვონ. სურათი, არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმის თქმა, ეს შეთანხმება იმუშავებს თუ არა, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანმხმებას ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

- ცხადია, ვითარება რთულია, თან ორივე მხარისათვის. მაგრამ არსებულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდოიმაში, აშშ-ს აქვს განუსაზღვრეწლად დიდი სამხედრო უპირატესობა, რომლის კაპიტალიზაცია მხოლოდ პოლიტიკური ნებისა და დროის ფაქტორს წარმოადგენს.

აქვე უნდა ითქვას რომ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა ათი ათასი საბრძოლო გაფრენა და გაანადგურა თხუთმეტ ათასზე მეტი სამიზნე. ეს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. ანუ ასეთი ინტენსივობის საჰაერო კამპანია ისტორიას ნამდვილად ჯერ არ უნახავს.

სხვა საკითხია რა ხერხებით ოპერირებს ირანი. მას არც თუ ისე დიდი არჩევანი გააჩნია. დრონების დარტყმების ინტენსიურობამ და ეფექტურობამ იკლო, რადგან სრუტის სახელმწიფოების საჰაერო თავდაცვამ ადაპტირება მოახდინა ამ გამოწვევის ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით, და ბალისტიკური რაკეტების დარტყმები, ძირითადად ისრაელის წინააღმდეგ მკვეთრად იკლო, სავარაუდოდ მათი რაოდენობის კლებასთან ერთად.

დღეისთვის, ირანი, შეიძლება ითქვას იბრძვის თავისი ბუნებრივი და გეოგრაფიული თავისებურებებით. ანუ ორმუზის სრუტის ბლოკირება და ირანის ტერიტორიის სირთულე პირდაპირი ინტერვენციისთვის, ამყარებს ერთის მხრიც მსოფლიო ნავთობისა და სავაჭრო ნავიგაციაზე უპრეცედენტო ზეწოლას, და ართულებს ზოგადი სამხედრო უპირატესობის კაპიტალიზაციას აშშ-ს სამხედროებისთვის.

არსებულ ვითარებაში, ორკვირიანი ზავი კარგი შესაძლებლობაა რათა მხარეებმა გადახედონ თავის შესაძლებლობებს, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები და შესაძლებელია გამოიმუშაონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშვიდობის მყარი კონსატრუქციის შექმნა რეგიონული მასშტაბით.

არსებულ ვითარებაში, ორკვირიანი ზავი კარგი შესაძლებლობაა რათა მხარეებმა გადახედონ თავის შესაძლებლობებს, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები და შესაძლებელია გამოიმუშაონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშვიდობის მყარი კონსატრუქციის შექმნა რეგიონული მასშტაბით

რამდენად საფუძვლიანია ასეთი მიდგომა, ძნელი სათქმელია, რადგან, საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციით, ორივე მხარე ერთმენეთის საპირისპირო შეთავაზებებით ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის.

- ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ტრამპი აცხადებდა რომ აშშ-ს მიზანი იყო ირანში აიათოლების რეჟიმის შეცვლა და კოლაბორაციაში ჩაბმა, ჰორმუზის სრუტის კონტროლი, ირანის ბირთვული პროგრამების განადგურება და გამდიდრებული ურანის ირანიდან გამოტანა, ირანის მოკავშირე რეგიონული ტერორისტული ქსელის დაფინანსების შეწყვეტა, ბალისტიკური პროგრამის განადგურება, ასევე ირანის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ხალხის გათავისუფლება.

ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, როცა აიათოლების რეჟიმმა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ხალხი უმოწყალოდ ხოცა. სხვადასხვა მონაცემებით ამ პროცესებს ირანის ქუჩებში 30 ათასიდან 90 ათასი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, თავისუფლებისმოყვარე ირანელი ხალხი ქუჩაში საპროტესტო აქციების ორგანიზებას მაინც განაგრძობდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს მიერ ირანთან დაკავშირებით გაცხადებული მიზნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის იმ შეთანხმებას, რომელზეც ახლა ყველა საუბრობს?

- მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ. არანაირი შეთანხმება დღეს არ არსებობს. თუ, მომავალი მოლაპარაკებები შედგა ფიზიკურად, ეჭვი მეპარება რომ ყველა ის მოთხოვნა რაც ირანის მხრიდანაა გაცხადებული აშშ-ს მიერ შესრულდება ან მიღებული იქნება. ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, რადგან ჯერ არაფერი გაცხადებულა და ჩვენ არ ვიცით რა შიდა დინამიკა ექნება ხსენებულ მოლაპარაკებებს.

თუ მომავალი მოლაპარაკებები შედგა ფიზიკურად, ეჭვი მეპარება რომ ყველა ის მოთხოვნა რაც ირანის მხრიდანაა გაცხადებული აშშ-ს მიერ შესრულდება ან მიღებული იქნება. ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, რადგან ჯერ არაფერი გაცხადებულა და ჩვენ არ ვიცით რა შიდა დინამიკა ექნება ხსენებულ მოლაპარაკებებს

ცხადია, საომარი მოქმედებების მიზნები შეიძლება ან ცვალებადი იყოს, სიტუაციიდან გამომდინარე, ან თავისი მნიშვნელობით განსხვავდებოდეს. დღეისთვის, აშშ-ს უპირველესი ამოცანაა ბირთვული პროგრამის შეჩერება-განადგურება-ნეიტრალიზაცია, და რა ქმა უნდა, ორმუზის სრუტის გახსნა.

აღნიშნულის მიღწევა მას შეუძლია ორი გზით, ერთია მოლაპარაკებები, და მეორე სამხედრო ძალა. ამჯერად, აშშ-მ დიპლომატიურ გზას მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სამხედრო ძალის გამოყენება არ იგეგმება. პირიქით, სამხედრო მზადება გახლავთ ის უდიდესი ფაქტორი, რომელიც მკვეთრ ზეგავლენას ახდენს მოლაპარაკებების მსვლელობაზე.

მჯერად, აშშ-მ დიპლომატიურ გზას მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სამხედრო ძალის გამოყენება არ იგეგმება. პირიქით, სამხედრო მზადება გახლავთ ის უდიდესი ფაქტორი, რომელიც მკვეთრ ზეგავლენას ახდენს მოლაპარაკებების მსვლელობაზე

გამომდინარე აქედან, მე ჯერჯერობით თავს შევიკავებ მკვეთრი შეფასებებისაგან. თუმცა. ისიც ცხადია რომ ირანი ამ მოლაპარაკებებში შედის თავისი მხრიდან აბსოლუტურად მაქსიმალისტური მოთხოვნებნით. რამდენად ქმედითი გამოდგება ასეთი ხისტი პოზიცია და რამდენად მდგრადი მისი დაცვა, ამას დრო და მოლაპარაკებები გვიჩვენებს.

- თქვენთან შეხმიანებამდე წავაწყდი ინფორმაციას რომ თეირანი დღის წესრიგში აბრუნებს მის მიერვე ფინანსირებული ტერორისტული ქსელის არა მარტო დაფიანასებაზე უარის არ თქმას, არამედ ითხოვს ისრაელმა უარი თქვას მათ წინააღმდეგ აქტივობაზე.

ძნელი წარმოსადგენია რომ ამაზე ისრაელი დათახმდეს. მაგრამ, თუ ამას იმასაც დავუმატებთ რომ თეირანი აშშ-გან ითხოვს ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან აშშ-ს დამრტყმელი სამხედრო ძალების გაყვანას.

სურათი ტრამპის ადმინისტრაციისთვის არც საინტერესოდ და არც სახარბიელოდ, არ გამოიყურება. ასეა, რადგან ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ-მ 40 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ დამდგარ შედეგს?

- როგორც უკვე ავღნიშნე, ის რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის საშუალედო შედეგი, ეს არ არის საბოლოო შედეგი. მაგრამ მაინც, განადგურდა სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ლაპარაკია ასობით მაღალი რანგის პირზე ირანში. დიდწილად განადგურდა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ინფრასტრუქტურის გარეშე ირანს გაუჭირდება იარაღის და სამხედრო დანიშნულების სხვა საშუალებების წარმოება, ისეთების როგორიცაა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამედროვე დრონები და რაკეტები. პრაქტიკულად მთლიანად არის განადგურებული საჰაერო ძალები და დიდწილად განადგურდა საზღვაო სამხედრო ფლოტი.

გარდა ამისა შეიძლება ითქვას რომ ირანს არ გააჩნია სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. თუმცა, მცირე რაოდენობის და მასშტაბის ცალკეული ტაქტიკური დანიშნულების დანადგარები შეიძლება კიდევ შემორჩა. ყოველივე ეს მეტყველებს ირანის სამხედრო პოტენციალის მკვეთრ დაკნინებაზე.

ეხლა წარმოვიდგინოთ, თუ აშშ-მ გააგრძელა ირანზე დარტყმები არსებული ინტენსიურობით. ადვილად სავარაუდოა რომ დარჩენილი სამხედრო პოტენციალიც მალევე ამოლევადი იქნება.

მეორე მხრივ, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერება ან განადგურება ნაწილობრივ მოხერხდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ხსენებული მიზნის 100% მისაღწევად აუცილებელია სახმელეთო სპეცოპერაციის ჩატარება. ამისთვის, როგორც ჩანს, აშშ-ს სპეციალური სამსახურები ემზადებიან, და ვფიქრობ ადრე თუ გვიან ასეთი ოპერაციაც ჩატარდება.

ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერება ან განადგურება ნაწილობრივ მოხერხდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ხსენებული მიზნის 100% მისაღწევად აუცილებელია სახმელეთო სპეცოპერაციის ჩატარება. ამისთვის, როგორც ჩანს, აშშ-ს სპეციალური სამსახურები ემზადებიან, და ვფიქრობ ადრე თუ გვიან ასეთი ოპერაციაც ჩატარდება

რაც შეეხება ისრაელისადმი მოთხოვნებს, ბუნებრივია, მათი შესრულება არსებულ ვითარებაში არარეალურია. გასაგებია, რომ ირანი ცდილობს მაქსიმალურად გადარჩეს, და გამარჯვებულად გამოიყვანოს არა მარტო თავისი თავი, არამედ თავისი მოკავშირეები რეგიონში. მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის ქვეყნები, განსაკუთრების ისინი ვინც მწარედ “იგემა” ირანის მხრიდან დარტყმები, გამოიტანენ დასკვნებს არსებული ვითარებიდან, და ირანს თავისივე სამეზობლოში გაუჭირდება მეზობლებთან საერთო ენის პოვნა.

აქედან გამომფინარე, არა მარტო ისრაელის მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ მოთხოვნები არსებულ სიტუაციაში არარელევანტურად მიმაჩნია.

რაც შეეხება ისრაელისადმი მოთხოვნებს, ბუნებრივია, მათი შესრულება არსებულ ვითარებაში არარეალურია... არა მარტო ისრაელის მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ მოთხოვნები არსებულ სიტუაციაში არარელევანტურად მიმაჩნია

- თუ ამ თემაზე მსჯელობას დავუმატებთ იმას, რაც ირანთან დაკავშირებით უცნობია, სურათი კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება.

მხედველობაში მაქვს ის, რომ უცნობია თუ რა ბედი ეწია ირანის გამდიდრებულ ურანს, ატომურ პროგრამას, ბალისტიკურ პროგრამას. ამერიკული მხარე კი აცხადებს რომ მათ ირანში 13 ათას სამიზნეზე განახორციელეს დარტყმები, მაგრამ უცნობია რამდენად დაზიანებულია ეს სამიზნეები.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემებზე ზუსტი პასუხების არ ქონა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს. მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო ამ თემებზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა. მართალია, არც ერთ შემთხვევაში მათი დადასრურება არ მომხდარა.

თქვენი როგორ შეაფასებით იმას, რომ ამ თემებზე არც დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს და ამ თემებზე ბევრი რამ უცნობი რჩება?

- ესეც ბუნებრივია. როგორც უკვე ავღნიშნე ამ პრობლემას აქვს სამხედრო და დიპლომატიური გადაჭრის გზა. ცხადია, და ესეც არის, აშშ ორივესთვის მზად არის. ან ერთი იმუშავებს ან მეორე ამუშავდება. საკითხის რბილად რომ ვთქვათ დელიკატურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ თემასთან დაკავშირებული დეტალების გავრცელება არ არის უპრიანი. რადგან აღნიშნული საკითხი, ძალზედ სპეციფიკურ უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება, რომელიც დახურილობასთან, კონფიდენციალურობასთან და საიდუმლოს დაცვის სფერომდე მივყავართ.

ამიტომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სინამდვილეში რა ხდება ამ თვალსაზრისით ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ის რაც საჯარო სივრცეში ვრცელდება, წარმოადგენს ვარაუდებს და შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს რეალურ ვითარებას.

სინამდვილეში რა ხდება ამ თვალსაზრისით ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ის რაც საჯარო სივრცეში ვრცელდება, წარმოადგენს ვარაუდებს და შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს რეალურ ვითარებას

- თუ ირანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმება ძალაში დარჩა, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს რომ მას ორი განზომილება ექნება - სავარაუდოდ, როგორ აისახება ირანში აშშ-ს მარცხი საერთაშორისო პოლიტიკაზე და თავად აშშ-ს საშინაო პოლიტიკასა და აშშ-ვე მოახლოებული შვალედური არჩევნებზე.

იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთს უკრაინასთან ომში აქტიურად ეხმარებოდა თეირანის ხელისუფლებას, ირანში აშშ-ს მიერ დასრულებული სამხედრო ოპერაცია როგორ აისახება საერთაშორისო პოლიტიკაზე? ახლო აღმოსავლეთსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე?

- აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! მოდით თავიდანვე ვთქვათ, ჯერ ზავი უნდა შედგეს. მერე, გასათვალისწინებელია, ეს ზავი ორკვირიანია, რაც აძლევს მხარეებს მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას. რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამიტომ ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევად მიმაჩნია.

თუმცა რამდენიმე ასპექტის გამოყოფა შესაძლებელია. ირანში აშშ-ს სამხედრო კამპანიას და მის შედეგებს ექნება უდიდესი ზეგავლენა აშშ-ს კონგრესის ნოემბრის შვალედურ არჩევნებზე. მეტიც, ბევრი დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული სამხედრო კამპანია ტრამპის პრეზიდენტობაზეც მოახდენს გავლენას, არა მარტო პოლიტიკური წრეებიდან არამედ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის თვალსაზრისით. ზოგადადაც, მიმდინარე მოვლენები მკვეთრად შეცვლის ახლო აღმოსავლეთს, თავისი დამოკიდებულებებითა და ალიანსებით.

ირანში აშშ-ს სამხედრო კამპანიას და მის შედეგებს ექნება უდიდესი ზეგავლენა აშშ- ს კონგრესის ნოემრის შვალედურ არჩევნებზე… მიმდინარე მოვლენები მკვეთრად შეცვლის ახლო აღმოსავლეთს, თავისი დამოკიდებულებებითა და ალიანსებით

ჩემი აზრით სპარსეთის ყურეში გაჩნდება ახალი გამყოფი ხაზები არაბულ და ირანულ სამყაროებს შორის, რაც ისტორიული უთანხმოებების გაღრმავების შედეგს წარმოადგენს ახლადშექმნილი რეალობებიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ირანს შეუძლია საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხება. შედეგად მივიღებთ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მხრიდან ახალი, ალტერნატიული საშუალებების შექმნას, რომლებიც მოხსნის მათ დამოკიდებულებას ირანზე და ორმუზის სრუტეზე. საუბარია მილსადენების ახალ სისტემაზე, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ ქვეყნებს მოახდინონ ნავთობის ექსპორტი ორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ამისთვის ტექნიკური და ფინანსური საშუალებები ადვილად მოიპოვება თვით ამ ქვეყნებში და სავარაუდოდ არც დიდი დრო დასჭირდებათ ამ პროექტების რეალიზაციისთვის.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ის რაზეც ადრე არაბული მონარქიები ნახევრად თვალს ხუჭავდნენ, ანუ საუბარია ირანის პროქსი ძალებზე, ისეთი როგორიც არიან ჰუსიტები, ჰესბალა, ჰამასი და ა.შ., არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ სხვა რეალობის გათვალისწინება.

სავარაუდოდ, ის რაზეც ადრე არაბული მონარქიები ნახევრად თვალს ხუჭავდნენ, ანუ საუბარია ირანის პროქსი ძალებზე, ისეთი როგორიც არიან ჰუსიტები, ჰესბალა, ჰამასი და ა.შ., არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ სხვა რეალობის გათვალისწინება

გარდა ამისა, ირანსა და მის ეკონომიკის სუბიექტებს, სავარაუდოდ შეეზღუდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საფინანსო და სხვა ბაზრებზე წვდომა. ყოველივე ეს შესაძლოა ირანის რეგიონული იზოლაციამდე დავა, რაც ადვილი დასაძლევი არ და ვერ იქნება.

რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს, ეს რადიკალ;ურად განსხვავებული მოთამაშეები არიან თავისი ზომითაც და წონითაც. რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ როგორც ჩანს იყო, მაგრამ ფიზიკურად ძალზედ შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მხრიდან კოსმიური დამიზნების სისტემის მონაცემების ირანისადმი გადაცემა. ეს არის ქმედითი, მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვანი დახმარება.

რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს, ეს რადიკალ;ურად განსხვავებული მოთამაშეები რიან თავისი ზომითაც და წონითაც. რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ როგორც ჩანს იყო, მაგრამ ფიზიკურად ძალზედ შეზღუდული

რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად ომისწინა პერიოდში რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩაფრენისა ირანში, ჩინეთის დახმარება არ იკვეთება. ყოველივე ეს მიუთითებს ჩინეთის ტრადიციულ დისტანცირებაზე საომარი თეატრებისაგან და მისი მოქმედება მხოლოდ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

აღნიშნულ პოზიციას აგრეთვე ამყარებს მისი გეოგრაფიული დაშორება ირანისა ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან. ერთადერთი, რაც ჩინეთის ინტერესებში შედიოდა, ანუ ნავთობის მიწოდების შეუფერხებლობა, მან უზრუნველყო, რაც რეგიონში ჩინეთის გავლენებზე მიუთითებს.

რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად ომისწინა პერიოდში რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩაფრენისა ირანში, ჩინეთის დახმარება არ იკვეთება. ყოველივე ეს მიუთითებს ჩინეთის ტრადიციულ დისტანცირებაზე საომარი თეატრებისაგან და მისი მოქმედება მხოლოდ თავისი ეროვნუი ინტერესებიდან გამომდინარე

- ასევე აქტუალური თემაა ისრაელზე ირანის თავდასხმისაგან უარის მიღების გარანტიები. თუ ისრაელზე თეირანის მხრიდან დაბომბვების ინტენსივობას გავითვალისწინებთ, ეს თემა აშკარად აქტუალურია. თუმდაც იმის გამო რომ აშშ ისრაელის ღია მხარდამჭერი ათწლეულებია იყო და ასეთ ქვეყანად რჩება.

სავარაუდოდ, როგორ აისახება „ირანში ამერიკული სამხედრო კომპანიის“ შედეგები აშშ-ს საშინაო პოლიტიკაზე მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე?

- როგორც უკვე ავღნიშნე, აისახება და ძალზედ მნიშვნელოვნად. ეს ასახვა იქნება პირდაპირპროპორციული შედეგისა. ანუ,თუ საომარი მოქმედებების შედეგად აშშ აღწევს გაცხადებულ მიზნებს, როგორიცაა - ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განადგურება, და ირანში პოლიტიკური რეჟიმის ცვლა, მაშინ პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პოზიციები გამყარდება.

ეს ბუნებრივიცაა, რასგან ასეთ ვითარებაში პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დასრულდება 47-წლიანი დაპირისპირება ირანთან. თუმცა, ამოცანის შეუსრულებლობა მძიმე შედეგებს მოუტანს მმართველ პარტიას და სავარაუდოდ მკისდი გავლენა საკანონმდებლო ორგანოებზე მკვეთრად შემცირდება.

- ამ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიში გაქვთ ნათქვამი - „ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის“. ირანში აშშ-ს წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია რა გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და კერძოდ, საქართველოზე?

- როგორც არაერთხელ უკვე ავღნიშნე, აშშ-ს სამხედრო ოპერაციას არ შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი. მით უმეტეს როცა ის ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

რაც შეეხება სპარსეთის მესამე ომს, რა თქმა უნდა, საფრთხეები ბევრია, რადგან, საომარ მოქმედებები შესაძლოა ირანის მეზობელ ქვეყნების ტერიტორიაც მოიცვას, რისი მაგალითები უკვე არსებობს. საქართველო კი უშუალო სიახლოვეშია აქტიურ საომარი მოქმედებების თეატრთან. ამიტომ ამ მიმართულებით ფიქრი და მუშაობა ასეთ დროს პრიორიტეტულია.

რეგიონის მასშტაბებისა და აქ განლაგებული ქვეყნების რესურსებიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის დევნილთა ნაკადთან გამკლავება შეიძლება ძალზედ რთული ამოცანა აღმოჩნდეს. ყოველივე ეს ქმნის საფრთხეების გარკვეულ სპექტრს, რომლის გააზრება როგორც ხელისუფლებას ასევე საზოგადოებას უწევს

გარდა ამისა, ჰუმანიტარული პრობლემის შექმნის შემთხვევაში, აქ იგულისხმება ეკონომიკური და სასურსათო კრიზისი ირანში, ომით გამოწვეული ნგრევისა და უსაფრთხოების გაუარესების ტენდენცია და სხვა მიზეზთა გამო, სამხრეთ კავკასიას შეიძლება მოადგეს დევნილთა დიდი ტალღა.

რეგიონის მასშტაბებისა და აქ განლაგებული ქვეყნების რესურსებიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის დევნილთა ნაკადთან გამკლავება შეიძლება ძალზედ რთული ამოცანა აღმოჩნდეს. ყოველივე ეს ქმნის საფრთხეების გარკვეულ სპექტრს, რომლის გააზრება როგორც ხელისუფლებას ასევე საზოგადოებას უწევს.

„ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს