13 აპრილს გაზეთ „კვირის პალიტრას“ სააღდგომო საჩუქრად პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწერილი ხატი და წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი მოყვება

სევდიანი აღდგომა გაუთენდა საქართველოს დაობლებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველანაირ სევდასა და დარდზე გამარჯვების დღეა - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე მეტი სიყვარულით, მიმტევებლობით, რწმენით, როგორც ამას გვასწავლიდა ეპოქალური პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

აღდგომის დღესასწაულზე გაზეთი „კვირის პალიტრა“ მკითხველს პატრიარქის მიერ დაწერილ ხატს „ყოვლადწმინდა სამება“ და იერუსალიმის წმინდა ცეცხლზე თავმომწვარ სანთელს სთავაზობს საჩუქრად.

პატრიარქის დაწერილი ხატი განსაკუთრებით ძვირფასი და სიმბოლური მნიშვნელობის გახდება წელს მორწმუნეთათვის.

„ყოვლადწმინდა სამება“ გახლავთ საქართველოს ეკლესიის ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული ხატი, რომელიც ხასიათდება ორიგინალური იკონოგრაფიით და ყოვლადწმინდა სამების მანამდე არსებულ ხატებს შორის სრულიად გამორჩეულია. ხატი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის და სწორედ იქ არის დაბრძანებული.

პატრიარქი ილია II „ყოვლადწმინდა სამების“ ხატის მნიშვნელობაზე ბრძანებდა:

„ხშირად ჰგონიათ, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც შუაში ზის, არის მამა ღმერთი. სინამდვილეში, მამა ღმერთი არის მარცხენა მხარეს მჯდომი ანგელოზი, რომელიც მაგიდას უყურებს, შუაში გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარჯვენა მხარეს - სულიწმინდა. უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა შესცქერიან მამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ. ასევე უნდა იცოდეთ, რომ წმინდა სამება არის შემოქმედი, მფარველი და გამგებელი მთელი მსოფლიოსი, ცისა და ქვეყნისა, ყოველი დაბადებულისა. ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე წლის წინ, რომ უნდა აგვეშენებინა წმინდა სამების ტაძარი და ღვთის მადლით, ის გახდა ჩვენი ხელთუქმნელი ხატი!

წმინდა სამებამ დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

წმინდა სამებამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან!

წმინდა სამებამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ჩვენი ეკლესია და მთელი მსოფლიო!

დალოცვილი და გახარებული იყავით!“

13 აპრილიდან გაზეთი „კვირის პალიტრა“ ხელმისაწვდომი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების ადგილებსა და „ბიბლუსის“ მაღაზიებში. ხატი და სანთელი მოთავსებული იქნება სპეციალურ კონვერტში, რომელსაც გაზეთის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს