„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენი გზავნილი ნათელია: ვინც ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ იმოქმედებს, მას მიზანში ამოვიღებთ. „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა, ვიდრე ჩრდილოეთში მოსახლეობის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ბეირუთში დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ნაიმ ქასემის მდივნის ალი იუსუფ ჰარშის ლიკვიდაცია განხორციელდა.