გიგი წერეთელი - 9 აპრილი დარჩება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან დღედ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ ბრძოლის შედეგები მალე უნდა ვნახოთ - უფლება არ გვაქვს, ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივიდეს

ეს დღე დარჩება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან დღედ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ ბრძოლის შედეგები მალე უნდა ვნახოთ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების სამსახურში არიან, უფლება არ აქვს, ეს ბრძოლა ბოლომდე არ მიიყვანონ.

„9 აპრილი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ძვირფასი და რთული დღეა, მაგრამ ალბათ, ჩვენი ისტორიისთვის გადამწყვეტი დღე. ის დიდი მუხტი, დიდი სულისკვეთება, რამაც შემდგომში მოიტანა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სწორედ 9 აპრილს დაიბადა. ყველას ხსოვნას პატივს მივაგებთ. ზოგიერთ ადამიანს პირადად ვიცნობდი, ძალიან კარგად მახსოვს ის დღეც და უმძიმესი განცდა იყო, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო ძალიან დიდი ოპტიმიზმის, ერთიანობის, საერთო სულისკვეთების და მომავლის ხედვა. შესაბამისად, ჩვენ ხშირად ვამბობთ, იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოების სამსახურში ვართ, უფლება არ გვაქვს, ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივიდეს. ეს ბრძოლა არის სწორედ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ცივილიზებული, ნორმალური საზოგადოება, ხალხი არ გარბოდეს, უხაროდეთ ჩამოსვლა, ცხოვრება, პერსპექტივა და მომავალი არსებობდეს. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს არსებული ხელისუფლების მხრიდან იდგმება, განსხვავებულია. ეს არ იყო იმ ადამიანების სურვილი, ვინც აქ იდგა და ახლაც ამ ბრძოლაშია, რომ საქართველო იყოს იმ ქვეყნის იზოლირებული სატელიტი, რომელმაც პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე მოაწყო ეს ტრაგედია და მუდმივად ხელს უშლის საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომ, ეს დღე დარჩება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან დღედ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ ბრძოლის შედეგები მალე უნდა ვნახოთ“, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს