„მაგთიკომის“ აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა, თუმცა ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია, - ამის შესახებ „მაგთიკომის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, შეფერხება გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო წარმოიშვა.
„გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, „მაგთიკომის“ აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა.
ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.