„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მათ მემორიალი ტიტებით შეამკეს.

როგორც პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, სწორედ 1989 წლის 9 აპრილს გაღებულმა მსხვერპლმა დააჩქარა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნიკალური თარიღი. ერთის მხრივ ჩვენ ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, და ამავდროულად, წელს შესრულდა 35 წელი იმის შემდეგ, როცა მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სწორედ 1989 წლის 9 აპრილს გაღებულმა მსხვერპლმა დააჩქარა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. სწორედ ამიტომ ერთის მხრივ არის მწუხარების თარიღი, როდესაც ვიგონებთ დაღუპულ ადამიანებს, მეორეს მხრივ ეს არის თარიღი, როცა ჩვენ ვიხსენებთ იმ უნიკალურ ერთიანობას, რომელიც ყველას ჰქონდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს ერთიანობა გვჭირდება სწორედ ახლა იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ვფიქრობ, რომ 1991 წლის 9 აპრილია მაგალითი უნიკალური ერთიანობის თუ რა შეუძლია მოიტანოს ერთად დგომამ, ერთად ბრძოლამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის სწორედ ამ თარიღისთვის გამორჩეული მახასიათებელი და გამორჩეული მეხსიერება, რომელიც გვაკავშირებს 9 აპრილთან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს