ჯონ ჰილი პუტინს - ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით - მათი დაზიანების ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ - მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ჰილის თქმით, სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდი და საპატრულო ვერტმფრენი სამი რუსული წყალქვეშა ნავის „მავნე ქმედებას უთვალთვალებდა“, რის შედეგადაც რუსულმა წყალქვეშა ნავებმა მისია შეწყვიტეს.

„მსურს პრეზიდენტ პუტინს ვუთხრა: ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჯონ ჰილის ცნობით, მილსადენების ან კაბელების დაზიანების მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად წყალქვეშა ინფრასტრუქტურას შეამოწმებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს