საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს - ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგულმა სკოლამ, პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს.

საელჩო გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საფრანგეთის სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძენს, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია.

„9 აპრილს, საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია. ამ დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია.

9 აპრილი ასევე არის ხსოვნის დღე და აღნიშნავს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრაციების ტრაგიკულ ჩახშობას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ სწრაფვას თავისუფლებისკენ საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ.

მათი ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგულმა სკოლამ, პარლამენტის წინ, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს!“, - აღნიშნავს საელჩო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს