უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობის” შესახებ ჯეი დი ვენსის განცხადებას უპასუხა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ვენსი რომ მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში, ღრმად გაერკვეოდა, რა არის „ნაკუწი“ და რა არის უკრაინის ტერიტორია.
“ვიცე-პრეზიდენტი, სრული პატივისცემით, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. და ვფიქრობ, რომ ის და სხვა თანამდებობის პირები რომ მონაწილეობდნენ [მოლაპარაკებებში], ალბათ… უფრო ღრმად გაერკვეოდნენ რა არის “ნაკუწი”, რა არის… უკრაინის ტერიტორია, უკრაინის დამოუკიდებელი ტერიტორია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნებში არის ტერიტორიების ოკუპაცია და ეს მიზანი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის არსებობდა.
ცნობისთვის, უნგრეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩინა უკრაინასა და რუსეთს შორის “რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე” ვაჭრობა.