ნარგიზ დავითაძე - ზვიად ცეცხლაძე არის კობახიძის პირადი ტყვე, პატიმრების თავისუფლება პირდაპირ კობახიძეზე გადის, აზრი არ აქვს რას იტყვის ჯაღმაიძე

პატიმრების თავისუფლება პირდაპირ კობახიძეზე გადის. აზრი არ აქვს რას იტყვის [დეკანოზი ანდრია] ჯაღმაიძე. კობახიძე უმტკიცებს ბიძინა ივანიშვილს, თუ რამდენად საშიშები არიან და არ უნდა გამოუშვან, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზ დავითაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს.

ცეცხლაძის დედის შეფასებით, ზვიად ცეცხლაძე „ირაკლი კობახიძის პირადი ტყვეა“ და მისი დაკავება უკავშირდება ხელისუფლების დამოკიდებულებას განათლებული ახალგაზრდების მიმართ.

„ყველაფერში ხომ ბიძინაა უფროსი, ახალგაზრდები ციხეში რომ სხედან პირდაპირ ირაკლი კობახიძის ხელია. პირადად ირაკლი კობახიძეს ვადებ ხელს. ზვიად ცეცხლაძე არის კობახიძის პირადი ტყვე. როგორც ჩანს, არ მოსწონს განათლებული თაობა. [ზვიად ცეცხლაძემ] თვითონ უთხრა, ლექციებზე ვიდებატოთო კობახიძეს და დაგიმტკიცებთ თუ რატომ არის რუსული კანონიო. მერე არ დაუშვეს ლექციაზე, „ტიტუშკები“ დაახვედრეს და დაიჭირეს. როგორც აღმოჩნდა, ირაკლი კობახიძე ვერ იტანს განათლებულ თაობას. პატიმრების თავისუფლება პირდაპირ კობახიძეზე გადის. აზრი არ აქვს რას იტყვის ჯაღმაიძე. კობახიძე უმტკიცებს ბიძინას თუ რამდენად საშიშები არიან და არ უნდა გამოუშვან“, - განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

ზვიად ცეცხლაძის დედამ ისაუბრა დღეს 9 აპრილის მემორიალთან და მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზეც და თქვა, რომ დღეს, პარლამენტთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა „შოუ“ დადგეს, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის „პატრიოტიზმის ჩვენება“ იყო.

“დღეს შოუ დადგეს. თავისუფლად ვერ მოვიდნენ. საქართველოში პოლიცია არ დატოვეს, რომ პარლამენტთან არ დაეყენებინათ. ერთი საათი ემზადებოდნენ, გაგვწიეს, გაგვყარეს, ყველაფერი იკადრეს. მათ მოსვლას, მოსვლა არ ჰქვია. მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი გარდაცვლილები, რადგან არ აღიარებენ გმირებად. ცოცხალი არ აინტერესებს ავადმყოფი ბავშვები არ აინტერესებთ და გარდაცვლილებზე საუბარი ზედმეტია. ამ შოუს დგამენ თავიანთი მაყურებლებისთვის, რომ ანახონ როგორი პატრიოტები არიან. თამაშობენ და ეს თამაში უკვე ჩანს“, - განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს