ისრაელი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებს ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს “ჰეზბოლას” განიარაღებაზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, მან თავის მინისტრთა კაბინეტს ინსტრუქცია მისცა, რომ “რაც შეიძლება სწრაფად” დაიწყონ ლიბანთან “პირდაპირი მოლაპარაკებები”, რომლებიც ფოკუსირებული იქნება “ჰეზბოლას” განიარაღებაზე და ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
“ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე ლიბანის არაერთი მოთხოვნის ფონზე, გუშინ ინსტრუქცია მივეცი კაბინეტს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ ლიბანთან რაც შეიძლება სწრაფად…
[ისრაელი] მიესალმება ლიბანის პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მოწოდებას, რომ მოხდეს ბეირუთის დემილიტარიზაცია”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.