ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ტელეფონით ისაუბრა.
მინისტრებმა განიხილეს ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი მდგომარეობა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას არაღჩიმ „ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების პასუხისმგებლობას, შეასრულოს თავისი ვალდებულება ომის დასრულების შესახებ ყველა სფეროში, მათ შორის ლიბანში“.
არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება „იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებებს“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ლავროვის მიმართ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს გამო, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას უკავშირდებოდა და მას „არაგონივრული და ცალმხრივი რეზოლუცია“ უწოდა.