კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს ყურის ქვეყნების დახმარება, ეს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა არ შეიძლება იყოს - ერთად რომ ვიყოთ, გაცილებით ძლიერები ვიქნებით

უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, რომ ირანის წინააღმდეგ ომში საკმარისს არ აკეთებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროპას არ შეუქმნია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ბევრს აკეთებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მიწოდებით, წითელი ზღვის დაცვითა და ლიბანის მთავრობის მხარდაჭერით.

კალასმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არ დადგნენ ევროპის მხარეს, როდესაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება “ცალმხრივი ქუჩა” იყოს.

“მგონია, რომ ეს ნამდვილად უსამართლოა. რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია მეტის გაკეთება, მაშინ კითხვა ჩნდება, რომ ჩვენ ევროპაში ასევე გვაქვს უსაფრთხოების სცენა. რუსეთის ომი გვაქვს.

ნამდვილად არ გვინახავს ყურის ქვეყნების მხრიდან დახმარება, და ეს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა არ შეიძლება იყოს… ასე რომ, ერთად რომ ვიყოთ ამაში, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, მაშინ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით”, - განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანის მაღალჩინოსნებთან საუბრებზე დაყრდნობით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება ასევე ლიბანს უნდა მოიცავდეს და ისრაელს მოუწოდა, რომ ლიბანის დაბომბვები შეწყვიტოს.

“პასუხი ზედმეტად გადაჭარბებული იყო. ვგულისხმობ, რომ სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. ეს ნამდვილად მიუღებელია. ასე რომ, თუ ეს [შეთანხმება] ამას არ მოიცავს, ახლა უნდა მოიცვას. ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყიფეა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის შენარჩუნდეს, რათა მხარეებმა ნამდვილად შეძლონ დასხდომა და მოლაპარაკება”, - განაცხადა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს