მარკ რუტე - სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მოკავშირეები ცოტა გაკვირვებულები იყვნენ, საწყისი დარტყმებისას სიურპრიზის ელემენტის შესანარჩუნებლად, ტრამპმა გადაწყვიტა, წინასწარ არ ეცნობებინა - დღეს ისინი უზარმაზარ მხარდაჭერას უწევენ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი არ იქცევა ისე, თითქოს საფრთხე არ არსებობს და წევრი ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს, რაც დონალდ ტრამპმა მოითხოვა, თუმცა მან აღნიშნა, რომ ზოგი მოკავშირე თავდაპირველად შეერთებული შტატების მხარდაჭერაში ირანთან ომის საკითხში „ცოტა ნელი“ იყო.

„სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინიც ცოტა გაკვირვებულები იყვნენ. საწყისი დარტყმების დროს სიურპრიზის ელემენტის შესანარჩუნებლად, პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, მოკავშირეებისთვის წინასწარ არ ეცნობებინა“, - განაცხადა რუტემ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.

რუტემ მოკავშირეების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„მაგრამ რასაც ვხედავ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, არის ის, რომ მოკავშირეები უზარმაზარ მხარდაჭერას უწევენ.

თითქმის გამონაკლისის გარეშე, მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს. მათ მოისმინეს და პასუხობენ პრეზიდენტ ტრამპის თხოვნებს“, - განაცხადა რუტემ.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ნატო მზად იქნება ითამაშოს როლი ჰორმუზის სრუტის შესაძლო მისიაში, თუ ამას შეძლებს და შეაქო გაერთიანებული სამეფო „ქვეყნების კოალიციის ხელმძღვანელობისთვის“.

„თუ ნატო-ს შეუძლია დახმარება, ცხადია, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ არ დავეხმაროთ“, - დასძინა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს