ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ სპა-ცენტრში ხანძარი იყო.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.