ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი კამალ ხარაზი, რომელიც აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიჭრა, გარდაიცვალა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
„კამალ ხარაზი, რომელიც ადრე ამერიკელ-სიონისტი მტრის თავდასხმის შედეგად დაიჭრა, რამდენიმე საათის წინ მოწამეობრივად გარდაიცვალა“, - ციტირებს CNN-ი ირანულ მედიას.
აღსანიშნავია, რომ ხარაზს 1997-2005 წლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამალ ხარაზი საჰაერო დარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.