Reuters - პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება, - ამის შესახებ Reuters-ი ვიზიტის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, შეხვედრებზე უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისა და აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვა იგეგმება.

შეერთებულმა შტატებმა 30-დღიანი შეღავათი გასცა ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაშია. ვადა 11 აპრილს იწურება და შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა ამ ვადას. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტის განმარტებით, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები ირანის ომის შედეგად არეული გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით გადადგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს