ADB - 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, მომსახურების სექტორის შენელებისა და სუსტი საგარეო მოთხოვნის ფონზე შემცირდება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდება მომსახურების სექტორის შენელებისა და სუსტი საგარეო მოთხოვნის ფონზე.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა ზრდა კიდევ უფრო შეანელოს.

„ADB-ის მთავარი წლიური ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების პროგნოზი 2026-ის აპრილის ანგარიში ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო. მოსალოდნელია, რომ 2027 წელს ზრდა კიდევ უფრო შემცირდება და 5.2%-ს მიაღწევს, შიდა მოხმარების შენელების ფონზე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შემოსული მიგრანტების შემცირებული წვლილის შედეგი იქნება. პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს