მეუფე იობი - ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს, მოვესწრებით ამას - ასევე, ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ვალდებულები ხართ, ილოცოთ, მიკერძოებულად, ვიღაცისთვის კი არა, არამედ ზოგადად

ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო, - ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, „მეფე დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის“. აღსანიშნავია, რომ მეუფე იობის ქადაგებას დავით ბაგრატიონი ესწრებოდა.

„ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც სულიწმიდით განიბრძოლვა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და იქნება ერთიანობის სიმბოლო. მაშინ როდესაც გვეყოლება, მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს.

ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს. როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისადმი სასურველი და სასიკეთო იქნება, დაე, ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და ვინც საქართველოს სულიერად გააბრწყინებს“,- აღნიშნა მეუფე იობმა.

ქადაგებას „ტვ პირველი“ ავრცელეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს