პოლონური მედია - პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა - იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა

ჩვილი, რომელიც აპრილის დასაწყისში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა, საქმესთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს, ბავშვის მამა კი, რომელიც ქართველია, ძებნაშია, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.

პროკურორის ინფორმაციით, ახალგაზრდა პაციენტზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა თავის ქალის მოტეხილობა და ქრონიკული ტვინის დაზიანებები. ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყოს გამოწვეული.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რომელიც ჩვილს აღენიშნება, სერიოზული ფიზიკური დაზიანებაა. ისინი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო „ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით“.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბავშვის დედა, თამარ კ., მისი თანმხლები პირები - ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. - დააკავეს. სამივეს ბრალი ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასა და დახმარების არ გაწევაში წაუყენეს.

ეჭვმიტანილია ბავშვის მამაც, ნაზგური კ. და მას პოლიცია ეძებს.

5 თვის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დამატებითი ტესტებისა და სრული სამედიცინო ჩანაწერების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიება გრძელდება. მძიმე დაზიანების მიყენება, რაც სიკვდილს იწვევს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთი წლიდან უვადო პატიმრობამდე.

პოლონური მედიის ცნობით, ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი კი - მოლდოვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს