ანდრეი სიბიგა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტაზე - ვნახოთ, სად და როდის დაიწყებს სიჩუმე მოქმედებას და ჩვენ მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აქვს შანსი, რომ განხორციელდეს - უკრაინელები იმსახურებენ ტერორისგან თავისუფალ სადღესასწაულო დღეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად.

„ვნახოთ, სად და როდის დაიწყებს სიჩუმე მოქმედებას და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი პოზიციაა, რომ დარტყმების განახლება საერთოდ არ არის საჭირო. ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა გზას გაუხსნის ნამდვილ დიპლომატიას, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოიგებს და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს.

„გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწორი სტრატეგიაა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლისთვის - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთზე თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, - აცხადებს სიბიგა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11-დან 12 აპრილამდე სააღდგომო ზავი გამოაცხადა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.

„მოახლოებულ აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს