მეუფე შიო - უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა - თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ მივმართავთ უფალს, თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს

უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა - თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს, - ასე მიმართა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანის გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

„ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენ ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს. შეიძლება გარეგნულად რაღაც შევცალოთ ოდნავ, მაგრამ შინაგანად ეს ჩვენთვის მიუღწეველია, როცა ამბობს უფალი, რომ უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი. და აი, ძვირფასო დებო და ძმებო, უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია რომ გამწმინდო“ და რა მოუგო უფალმა?! „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, უფალს სურს ეს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი გაწმენდა, უფრო მეტად კიდევ, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად. ამინ!," - მიმართა მეუფე შიომ მრევლს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს