ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე მართვას ახალ დონეზე გადაიყვანენ, კონტროლს შეინარჩუნებენ და არ დათმობენ „ირანის კანონიერ უფლებებს”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება - ირანის შეიარაღებული ძალები „გამანადგურებელ და მტკივნეულ წინააღმდეგობას” გაწევენ.

მათი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები „სრულიად მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ საფრთხეს” და „თითი ჩახმახზე უჭირავთ”.

განცხადების თანახმად, უკეთესია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის “სამარცხვინო მარცხს” გადახედონ და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარებისგან თავი შეიკავონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს