Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა, - ინფორმაციას NASA ავრცელებს.

NASA-ს Artemis II-ის მისიამ მთვარის გარშემო მოგზაურობა დაასრულა და თბილისის დროით 4:07 საათზე წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან წარმატებით დაეშვა.

Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში დედამიწიდან 252,756 მილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

დედამიწაზე დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს. მისიის მეთაურმა, რეიდ უაისმენმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს.

NASA-ს დირექტორის, ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, მთვარეზე მისიები გაგრძელდება, ვიდრე 2028 წელს მასზე დაშვება არ მოხდება.

„Artemis II-ის დასრულების შემდეგ, ახლა ყურადღება მთლიანად Artemis III-სა და მთვარის ზედაპირზე დაბრუნებას დაეთმობა, რათა მასზე ბაზა აშენდეს“, - განაცხადა NASA-ს დირექტორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს