ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს.

„კვირას მხარს ვიქტორ ორბანს ვუჭერ. ის ყოველთვის უფრო ძლიერი ევროპისთვის იბრძვის. ევროპისთვის, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე, სუვერენულ ერებზე, სუვერენულ წევრ სახელმწიფოებსა და კონკურენტუნარიანობაზე. ის ყოველთვის უნგრეთის მოქალაქეებსა და უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს. ამ ტურბულენტურ პერიოდში სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - წერს ბაბიში X-ზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჩეხ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ძლიერი ერები და ძლიერი ლიდერები ერთად უნდა დადგნენ. როგორც პატრიოტები, ჩვენ სუვერენული ერების ევროპის ერთგულები ვრჩებით, რომელიც მშვიდობასა და საღ აზრზეა დაფუძნებული“, - აცხადებს ორბანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს