სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი ქუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.