ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს, რუსული არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე ჩვენი საპასუხო მოქმედების პარამეტრები განვსაზღვრეთ

დღეს რუსული არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე ჩვენი საპასუხო მოქმედების პარამეტრები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. უკრაინა დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ზუსტად შესაბამისად იმოქმედებს. თუ ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე რუსული დარტყმები არ იქნება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პასუხი ჩვენგანაც არ იქნება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა.

„უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღდგომა ის დროა, როდესაც სიჩუმე და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ასევე, აღდგომას ცეცხლის შეწყვეტა, შეიძლება მშვიდობისკენ ნამდვილი წინსვლის დასაწყისი გახდეს. ჩვენმა მხარემ შესაბამისი წინადადება უკვე წამოაყენა. რუსულ მხარეს ჩვენი მოქმედებების სიმეტრიული ხასიათისა და აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია გადაეცა“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო ზავისთვის მზადყოფნა გასულ თვეში გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 აპრილს სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 11-დან 12 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.

„მოახლოებულ აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს