აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
მანამდე, Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კატარისა და სხვა ქვეყნების ბანკებში გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას დათანხმდა.