ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეჰბაზ შარიფს შეხვდა.
ვენსისა და შარიფის გარდა შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ასევე, პაკისტანის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოჰსინ ნაქვიმ და იშაქ დარიმ მიიღეს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეჰბაზ შერიფმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევის გაგრძელებას მოუთმენლად ელის“.
მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ირანის დელეგაციას შეხვდა.