დონალდ ტრამპი - ახლა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს ვიწყებთ - ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები აღარ არსებობს

ახლა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს ვიწყებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები აღარ არსებობს.

„მათი დრონებისა და რაკეტების საწარმოები განადგურებულია და რაც მთავარია, მათი „ლიდერები“ ჩვენთან აღარ არიან. დიდება ალაჰს! ერთადერთი რაც მათ შემორჩათ, არის საფრთხე, რომ გემი შეიძლება საზღვაო ნაღმს „გაედოს“. სხვათა შორის, მათი 28-ვე ნაღმის დამგები გემი ახლა ზღვის ფსკერზეა“, - აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის გაწმენდით აშშ სამსახურს უწევს მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, საფრანგეთს, გერმანიასა და სხვებს.

„დაუჯერებელია, რომ მათ იმის გამბედაობა და ნება არ აქვთ, რომ ეს საქმე თვითონ გააკეთონ. თუმცა, საინტერესოა, რომ ცარიელი ნავთობტანკერები აშშ-სკენ მოემართებიან, რათა ნავთობით ჩაიტვირთონ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს