მედია - ბუდაპეშტში ორბანის წინააღმდეგ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

ბუდაპეშტში ორბანის წინააღმდეგ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

აღინიშნება, რომ პარასკევს, 10 აპრილს, ბუდაპეშტში 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ფართო მოედანსა და მიმდებარე პროსპექტებზე, რათა დასწრებოდნენ უნგრეთის ყველაზე პოპულარული შემსრულებლების კონცერტს, რომელზეც მოქალაქეებს კვირას, 12 აპრილს, არჩევნებში მონაწილეობისკენ და პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ.

აღინიშნება, რომ 50-ზე მეტმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა ყველა შემსრულებელი მუსიკას ორბანის მთავრობასთან უთანხმოების გამოსახატად იყენებდა, თითო-თითო სიმღერა შეასრულა შვიდსაათიანი “სისტემის დამანგრეველი კონცერტის” განმავლობაში.

შეკრებილი ხალხი ხშირად სკანდირებდა მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს, მათ შორის Ruszkik haza! (“რუსებო, წადით სახლში!”), რომელიც უნგრეთის 1956 წლის ანტი-საბჭოური რევოლუციის რეფრენია, რომელმაც ახალი შინაარსი შეიძინა იმის ფონზე, რაც ორბანმა მოსკოვთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ძიება დაიწყო.

“სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის” თქმით, რომელმაც ღონისძიება დააორგანიზა, ყოველი შესრულებული სიმღერა “კორუმპირებულ რეჟიმს აკრიტიკებდა” და მიზნად ისახავდა “ამომრჩეველთა ფართო მასებისთვის ეჩვენებინა და ეგრძნობინებინა, რომ დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს