ფილარმონიიდან პარლამენტისკენ სახელწოდებით - „წინააღმდეგობის 500 დღე“, საპროტესტო მარში გაიმართა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა

ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით, სახელწოდებით - „წინააღმდეგობის 500 დღე“, საპროტესტო მარში გაიმართა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც პროტესტის დაწყებიდან 500 დღის აღსანიშნად მარში მოაწყვეს და პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე საპროტესტო ბანერი წარწერით: ,,ძალა ერთობაშია”.

23:00 საათიდან, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან აპირებენ გადანაცვლებას, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს