პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებებში პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
ამერიკელების მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში).
ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავს, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმოადგენლებს.