მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული აღნიშნა სახარების რწმენის ეკლესიამ.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
,,თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში სააღდგომო მსახურება ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა და პასტორმა გურამ იმერლიშვილმა აღავლინეს.
ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს, საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, დღესასწაული მიულოცა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ მაჭარაშვილმა",- ნათქვამია ინფორმაციაში.