ირანული მედია - ამერიკული მხარის უსაფუძვლო მოთხოვნებმა მოლაპარაკებების პროგრესი შეაფერხა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აშშ-ის უსაფუძვლო მოთხოვნებმა ჩაშალა. „ირანის დელეგაციის სხვადასხვა ინიციატივის მიუხედავად, ამერიკული მხარის უსაფუძვლო მოთხოვნებმა მოლაპარაკებების პროგრესი შეაფერხა. ამგვარად, მოლაპარაკებები დასრულდა“, - წერს ირანული მედია.

ცნობისთვის, პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც, დაახლოებით, 21 საათს გაგრძელდა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში). ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავდა, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს