უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში რეგისტრირებულია დაახლოებით 7.5 მილიონი ამომრჩეველი.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ გუშინ ღამით წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს. ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და ყოველთვის იქნება. მისი მტკიცებით, გამარჯვების შემდეგ საიდუმლო აგენტების შესახებ ფაილებს გახსნის და რუსეთის გავლენას გამოიძიებს, ასევე გამოძიება ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრე სიიარტოსთან დაკავშირებითაც.

ბუდაპეშტში „ფიდესის“ წინასაარჩევნო მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს