რუსულმა ძალებმა აღდგომის ღამეს სუმის ოლქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი მედიკოსი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა დრონმა გლუხოვის თემში მანქანას დაარტყა. სამი მედიკოსი დაშავდა. მათ დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნა გრიგოროვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 აპრილს ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ გამოაცხადა. ის 11 აპრილს 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელებულიყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 16:00 საათის შემდეგ, რუსეთის ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის 469 დარღვევა დაფიქსირდა.