უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ და მისმა მეუღლემ საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი არჩევანი დააფიქსირეს. სიიარტომ Facebook-ზე აღნიშნა, რომ ხმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ მისცეს.
“უტყუარი არჩევანი - 2X „ფიდესი“, - დაწერა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.