უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა ხმა ბუდაპეშტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხალხის ხმას პატივი უნდა სცენ.
ორბანმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ.
„მე აქ გამარჯვებისთვის ვარ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.