ვოლოდიმირ ზელენსკი - გადავლახეთ ზამთარი, ყველაზე რთული ჩვენს ისტორიაში - დღეს ერთად აღვნიშნავთ აღდგომას, უკრაინა მტკიცედ და ურყევად დგას

დღეს ერთად აღვნიშნავთ აღდგომას. ზედიზედ მეხუთე წელია, ჩვენ ამას ვაკეთებთ ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად, რომელიც ჩვენს მიწას გარს ახვევია - უკრაინელები ყოველთვის უკრაინელებად რჩებიან და ამას ვერცერთი ომი ვერ წაშლის, - ამის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვაში განაცხადა.

„გადავლახეთ ეს ზამთარი. ყველაზე რთული ჩვენს ისტორიაში. მაგრამ მან წააგო, ჩვენთან წააგო. სიცივემ სამარცხვინოდ უკან დაიხია და გაზაფხული ვიხილეთ და დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენს აღდგომას. ზედიზედ მეხუთე წელია, ჩვენ ამას ვაკეთებთ ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად, რომელიც ჩვენს მიწას გარს ახვევია. უკრაინელები ყოველთვის უკრაინელებად რჩებიან და ამას ვერცერთი ომი ვერ წაშლის“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მტკიცედ დგას მშვიდობის მოლოდინში.

„უკრაინა მტკიცედ, ჯიუტად და ურყევად დგას. იცის ვისთვის და რისთვის. რათა ომის შემდეგ მეხუთე აღდგომა პირველი მშვიდობიანი აღდგომით შეიცვალოს. მთელ ჩვენს მიწაზე, მთელი ჩვენი ხალხისთვის. როდესაც აღდგომის ზარებს განგაშის სირენები არ შეწყვეტს. როდესაც ზამთარი და ყველა ბოროტება ჩვენი მიწიდან გაქრება და ყველა დაელოდება თავის ახლობლებს - ფრონტიდან, ტყვეობიდან, ოკუპაციისგან. ამისთვის ბრძოლა ღირს და ჩვენ ამას უკვე 1509 დღეა ვაკეთებთ. აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი რწმენა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - მშვიდობის ომზე გამარჯვების რწმენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელებს აღდგომა მიულოცა პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამაც.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს