რუსთავში, პლასტმასის საწყობში ხანძარი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.