მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს რუსთავში მცხოვრებმა პროტესტანტებმა. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო ლიტურგიასრუსთავის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.
მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი დაესწრო და შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს საქართველოს მთავრობის, რელიგიის სააგენტოს სახელით აღდგომის დღესასწაული მიულოცა.