დღეს 500 დღე სრულდება, რაც მამაცი ქართველი ხალხი ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანისა და რუსეთის გავლენისა და კორუფციის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს, - ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გილოცავთ აღდგომას თავისუფალო ქართველებო! საქართველო თავისუფალი იქნება. სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.