უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 38%-ი იყო. მედიის ინფორმაციით, დილის 9:00 საათზე, აქტივობამ 16,89%-ს მიაღწია, დილის 7:00 საათისთვის - 3,46%-ს, 11:00 საათის მონაცემებით, კი აქტივობამ 37,98%-ი შეადგინა.
შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.